1952 წლიდან (ჰელსინგი), როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში და 1992 წლამდე (ბარსელონა), როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტსმენები ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ, ქართველმა სპორტსმენებმა 28 ოქროს მედალი მოიპოვეს და 62-ჯერ გახდნენ ოლიმპიური თამაშების პრიზიორები.
საერთო ჯამში, ქართველი სპორტსმენების აქტივში 31 ოქროს, 2 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალია.
გამარჯვებულთა შორის განსაკუთრებული ადგილი ვიქტორ სანაევს — სამმაგ მალაყში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უკავია. სანაევი საუკეთესოდ 1986 (მეხიკო), 1972 (მიუნხენი) და 1976 წელს (მონრეალი) დასახელდა. 1980 წელს მოსკოვში გამართულ თამაშებზე ათლეტმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვიქტორ სანაევი სამმაგ ხტომაში დღემდე ერთადერთ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონად რჩება.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. 1972 წელში —82 კგ წონით კატეგორიაში მას ბადალი არ ჰყავდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ კი —90 კგ წონით კატეგორიაში.
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ყველა მედალი მოიპოვა. 1988 წელს (სეული) მან 25 მეტრზე ტყვიის სროლაში გაიმარჯვა. მან წარმატება მოიპოვა ასევე პნევმატური იარაღიდან 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში. 20 წლის შემდეგ, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, მან მესამე რეზულტატი აჩვენა.











