ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, გახმაურებული რომანების „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ავტორმა ფრედერიკ ბეგბედერმა თბილისში ქართველ მკითხველთან შეხვედრა გამართა. Sputnik-ი ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
საქართველოს ბეგბედერი ქართული ჟურნალი "12"-ის რედაქტორის, საფრანგეთში მცხოვრები მსახიობის ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრა. ფრანგ მწერალთან მკითხველთან შეხვედრა გალერეა „ბიბლუსში“ შედგა, ხოლო მწერალთა სახლში მისი ფილმის „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ჩვენება გაიმართა. მწერალთა სახლის შენობასთან ფრედერიკ ბეგბედერს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ელოდებოდნენ, მწერალმა ყველა მსურველს სამახსოვროდ ავტოგრაფი დაუტოვა.
„ბიბლუსში“ მწერალთან შეხვედრა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, შეხვედრაზე ბეგბედერმა მკითხველის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქვე გაიყიდა „99 ფრანკის“ ქართული თარგმანის სპეციალური გამოცემა, რომელსაც ავტორის ხელმოწერა ამშვენებდა.