„გთხოვთ, გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან“ — ასე მიმართეს ქართველმა გლეხებმა თელავის ცენტრში გამართულ აქციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. Sputnik-ი აქციის ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
კახეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს უჭერენ მხარს, რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მოთხოვნით გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის ასოციაციისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ორგანიზებით თელავში გაიმართა.
აქციის მონაწილეები ბატონის-ციხესთან შეიკრიბნენ ბანერებით, რომელზეც მართლმადიდებლური ეკლესიების ფონზე საქართველოსა და რუსეთის მეგობრული ხელის ჩამორთმევაა გამოსახული. მეორე პლაკატზე თავად რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ქართველი გლეხების მთავარი ადრესატის ფოტო იყო გამოსახული.
ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ეწერა „გაუხსენით რუსული ბაზარი ქართველ ხალხს“. როგორც გლეხებმა განმარტეს, სავიზო შეზღუდვების გამო მათ რუსეთში თავისი პროდუქციის პირდაპირი იმპორტირება უჭირთ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით მიმართეს.