საარსებო მინიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?!

გამოწერა

რა თანხაა საჭირო იმისათვის, რომ შიმშილისგან არ მოვკვდეთ? საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ეროვნული სტატისტიკის სამსახური ითვლის. იხილეთ და Sputnik-ის ინფოგრაფიკის მეშვეობით გაეცანით რამდენად შეესაბამება რეალობას „საქსტატის“ მონაცემები.

2016 წლის დასაწყისში, სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტების მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი —164,2 ლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისია ნორმალური კვებისა და ყოველდღიურად 2 300 კალორიის მისაღებად, ასევე პირველადი მოხმარების — ჰიგიენის, ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სპეციალისტები საარსებო მინიმუმს ორ ნაწილად ყოფენ. სამომხმარებლო კალათაში, რომელშიც გამოთვლილია თუ რამდენი გრამი საკვები უნდა მივიღოთ რომ ვიარსებოთ, 40 დასახელების პროდუქტი შედის და მასზე საარსებო მინიმუმის 70%-ია გათვალისწინებული. უფრო კონკრეტულად, ყოველთვიურად კვებისთვის 114,9 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად — 49,3 ლარია გათვალისწინებული.

 „საშუალო მომხმარებლისთვის“ საარსებო მინიმუმმა წლის დასაწყისში 145,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისთვის კი 275,5 ლარი.


ყველა ახალი ამბავი
0