პან გი მუნი საქართველოს ეწვევა

© Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიპან გი მუნი
პან გი მუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ვიზიტის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტის დეტალების შესახებ გვეცოდინება

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა.
ეს ვიზიტი გენერალური მდივნისთვის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება საქართველოში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის, გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტზე მუშაობს. ამ მომენტისათვის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტის დეტალების შესახებ გვეცოდინება“, — განაცხადა ზალკანიანმა.

დიპლომატმა პან გი მუნის ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

ყველა ახალი ამბავი
0