DJ Kan-ი ტიმატის ჯგუფიდან თბილისში გამოვა

© Flickr / Marcus Stoltzeდიჯეი
დიჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუს რეპერთან ერთად თბილისის ერთ-ერთ კლუბში მისი კოლეგა-მუსიკოსები Dj Alex Whitebeat & Bad Smile Zuxa გამოვლენ.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ცნობილი რუსი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი DJ Kan-ი, რომელიც ჯგუფ Black Star Inc.-ის წევრია, თბილისში 11 მარტს გამოვა. Black Star Inc.-ის დამფუძნებელი და პროდიუსერი რეპერი ტიმატია.
DJ Kan-ის კონცერტი კლუბ NINE Club & Lounge-ში 21:00 საათზე დაიწყება. რუს რეპერთან ერთად გამოვლენ მისი კოლეგები — მუსიკოსები Dj Alex Whitebeat & Bad Smile Zuxa, იუწყებიან ორგანიზატორები.
თბილისში კონცერტამდე DJ Kan-ი თავისი ტურის ფარგლებში 8 მარტს უკვე გამოვიდა ბათუმში.
DJ Kan (პატვოკან არაქელიანი) 1991 წლის 9 ივლისს დაიბადა. შვიდი წლიდან მეცადინეობდა აკადემიურ, შემდეგ კი საესტრადო ვოკალში, მაგრამ მალე ჰიპ-ჰოპმა გაიტაცა. შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და პირველი ფსევდონიმი DMC SWAG მიიღო.
2014 წელს მან კონტრაქტი გააფორმა Black Star inc.-თან. მაშინ ჩნდება მისი ახალი ფსევდონიმი — DJ KAN და მუსიკოსი ლეიბლის ოფიციალური მუსიკოსი ხდება.
მას შემდეგ, რაც Black Star inc.-ის მონაწილე გახდა, DJ KAN-მა პირველი საავტორო ტრეკი გამოუშვა სახელწოდებით Fantasy, ხოლო მალე Natan-თან ერთად კომპოზიცია „ჩემი ნაწილი“ წარმოადგინა.
Dj Kan-ის, მიშა მარვინისა და ტიმატის ერთობლივ სიმღერაზე ბოლო კლიპმა „Ну что за дела?" Youtube-ის ქსელში 3 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. კლიპის გმირები ტელეწამყვანი ნელი ერმოლოვა და „სახლი-2“-ის ვარსკვლავი ოლგა ბუზოვა გახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0