თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები — ნუგზარ ყიფიანი და ზურაბ რუსიშვილი საკუთარი სურვილით გადადგნენ თანამდებობებიდან, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ხუთშაბათს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.
„პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის. მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს“, — ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ორივე გუბერნატორი თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა.