ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ბრინჯაო მოიპოვა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიელიზბარ ოდიკაძე
ელიზბარ ოდიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ სამ დღეში ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა. ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ჩაერთო.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება ტურნირის ოფიციალური საიტი.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოდიკაძემ უკრაინელ ვალერი ანდრეიცევს სძლია ანგარიშით 3:1.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო, მაგრამ ზურაბ იაკობიშვილმა, რომელიც 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, რუსეთის წარმომადგენელ ისრაილ კასუმოვთან წააგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ სამ დღეში ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს მედალი დავით მარსაგიშვილმა აიღო (86 კგ).

დღეს ლატვიაში მედლები ორ წონით კატეგორიაში თამაშდება – 61 კგ–მდე და 74 კგ–მდე. პირველ წონაში საქართველოს სახელით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იასპარეზებს, მეორეში — იაკობ მაქარაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0