თბილისი, 10 მარტი — Sputnik. „რა არის სექსი?“ — ამ კითხვამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო გამოკითხული ქართველი პოლიტიკოსები, ზოგიერთი კი ძალიან გაბრაზდა და შეურაცხყოფილი დარჩა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ დეპუტატები სექსზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში პასუხად მან დეპუტატების აღშფოთება მიიღო.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც გაიცინა ამ კითხვაზე და სიამოვნებით უპასუხა.
„სექსი — ეს სიამოვნებაა, კომუნიკაციისა და შთამომავლების დატოვების საშუალება“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ნორმალური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად აუცილებელი რამ“, — მიიჩნევს ვახტანგ ხმალაძე.
„ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტია, რისი შედეგიც ვართ ჩვენ ყველა“, — აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.
დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მოკლე პასუხი გასცა, რომ სექსი ყველაზე დიდი სიამოვნებაა, ხოლო ანი მიროტაძე იმან აღაშფოთა, რომ მას ასეთი კითხვა ქვეყნის პარლამენტის შენობაში დაუსვეს.
„ეს ძალიან ინტიმური თემაა და ამ თემაზე შოუსთვის ლაპარაკი არ ღირს“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი შალვა შავგულიძე იმდენად გააოცა კითხვამ, რომ თავდაპირველად ეგონა, რომ კითხვა მოესმა და გაამეორებინა ჟურნალისტს, შემდეგ დაფიქრდა და განაცხადა, რომ რთულია პასუხის გაცემა — სექსი ხომ ნორმალური ცხოვრებაა.
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქალწულობის ინსტიტუტი ჯერ კიდევ მოქმედებს. გაუთხოვარი ქალების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია. არიან ისეთებიც, რომლებიც 35 წლის ასაკში არა თუ არ ჩქარობენ გათხოვებას, არამედ ქალიშვილობასაც ინარჩუნებენ. საქართველოში სექსი გათხოვებამდე უზნეობად მიიჩნევა.
ძველი თაობის აზრით, საუბარი სექსზე — ეს გარყვნილება და ურცხვობაა. თუმცა, სექსის შესახებ საუბარი ახალგაზრდებსაც ერიდებათ.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ისტორიაში „ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვის აკრძალვის“ სახელით შევიდა. მოგვიანებით იყო კიდევ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ერთი ინიციატივა: დეპუტატი ვიქტორ დოლიძე პრეზერვატივების სკოლების სიახლოვეს გაყიდვის აკრძალვის ინიციტივით გამოვიდა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუფერებელი საქციელი (სექსუალური ხასიათის) საქართველოში ითვალისწინებს 300-ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში — 500 ლარამდე, ხოლო მესამე ჯერზე — 700 ლარამდე.