ქართული კულტურა ჰოლანდიაში, ნიდერლანდების დედოფალი და ლორა ბუშის პირადი მზარეული

© Tika Svanidze Vanckoთიკა სვანიძე-ვენკო
თიკა სვანიძე-ვენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა სვანიძე-ვენკო ამსტერდამში პირველი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია ,,თიკა-ტურს ჯორჯიას“ და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელია. მისი საქმიანობის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. ჯერ კიდევ გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტობის პერიოდში მას ერთ-ერთ წამყვან ჰოლანდიურ ტურისტულ კომპანიაში მოუწია მუშაობა.

სტუდენტობის შემდეგ თიკა სვანიძე-ვენკომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და დღეს ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს. მისი კომპანიის სტუმარი საქართველოშიც და ჰოლანდიაშიც არაერთი ვიპ-პერსონა ყოფილა, მათ შორის იყვნენ: სინგაპურელი მილიარდერი ქალბატონი, ბოლივუდელი მსახიობები, ლორა ბუშის პირადი მზარეული, ესპანეთიდან ჩამოსული ბაგრატიონის სამეფო გვარის შთამომავალი, პრინცი ხუან-იოანე ბაგრატიონი და მისი მეუღლე და სხვ.

– ქალბატონო თიკა, ტურისტულ სფეროში გამოცდილება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიღეთ, როცა ჰოლანდიელ ტურისტებთან ერთად რუსეთში მოგზაურობდით…

– 2000 წლიდან ჰოლანდიაში სტუდენტობის დროს ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ტურების მომზადება-გაყიდვა და ზაფხულობით ჰოლანდიური ტურისტული ჯგუფების რუსეთში წაყვანა მევალებოდა. ტურის დროს საქართველოზე ვიწყებდი საუბარს და სტუმრები ისეთი აღფრთოვანებულები რჩებოდნენ, რომ მეკითხებოდნენ, როგორ შეეძლოთ საქართველოში მოგზაურობა. ჩემი ტურისტული კომპანიის დაფუძნების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მიყვარს საქართველო, რომელიც მთელ მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა, მერწმუნეთ, ხუთი კონტინენტის ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ ჩვენ საქართველოს, ქართულ კულტურას და ურთიერთობებს ანალოგი არა აქვს.

© FB/Tika Svanidze Vanckoთიკა სვანიძე-ვენკო ოჯახთან ერთად
თიკა სვანიძე-ვენკო ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
თიკა სვანიძე-ვენკო ოჯახთან ერთად

– როგორც უცხოურ მელოდრამებში ხდება, მომავალი მეუღლე, რობერტ მიქაელ ვენკოც შემთხვევით გაიცანით…

— მოხდა ისე, რომ სტუდენტობის დროს ბარსელონაში დასასვენებლად ჩასვლა გადავწყვიტე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, რომ მატარებელში უცებ ჩამეძინა. როცა გამომეღვიძა, ჩემ წინ სიმპათიური უცხოელი ჯენტლმენი დავინახე. ის გამეცნო და საუბრის დროს უცებ გაიხსენა, რომ საქართველოში ადრე ვერაფრით მოახერხა ჩასვლა. მე ჩემ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა შევთავაზე, რამაც ძალიან გაახარა. მახსოვს, მასთან 15-წუთიანი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდი…

– თქვენს შვილებს ამერიკული გვარი და ქართული სახელები აქვთ…

– როცა რობი ჩემი მეუღლე გახდა, მას აღფრთოვანებით ვუყვებოდი საქართველოს უნიკალურობაზე, რაშიც მოგვიანებით თავადვე დარწმუნდა. ისე შეუყვარდა საქართველო, რომ ჯვრისწერა მხოლოდ ჯვრის მონასტერში მოინდომა, მაშინვე თქვა, ჩვენს მომავალ შვილებს მხოლოდ ქართული სახელები უნდა ერქვათო. მისი აზრით, ქართული სახელები სხვებს კითხვებს გაუჩენს და ისინი ქართველ დედასა და საქართველოზე ისაუბრებენო. ამ სიტყვების შემდეგ უფრო დავაფასე. დღეს სამი ვაჟკაცი გვყავს: გიორგი, ლევანი და თემური. ისინი უცხოეთში დაიბადნენ და იქ იზრდებიან, მაგრამ სამივეს თავი ქართველად მიაჩნია. იციან ქართული კულტურა, ქართულად მღერიან და ცეკვავენ.

© FB/Tika Svanidze Vancko ციკლიდან "ქართული შეხვედრები ჰოლანდიაში"
 ციკლიდან ქართული შეხვედრები ჰოლანდიაში - Sputnik საქართველო
ციკლიდან "ქართული შეხვედრები ჰოლანდიაში"
 

– ვიცი, რომ თქვენი სტუმარი არა ერთი ვიპ-სტუმარი ყოფილა…

— საქართველოში თავის მეგობრებთან ერთად სტუმრად გვყავდა სინგაპურელი მილარდერი ქალბატონი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდა იყო. პირველ რიგში, ანონიმურობა უნდა ყოფილიყო დაცული და მათი ვიზიტის შესახებ ამბავი არ უნდა გახმაურებულიყო. ეს ქალბატონი ყველაფერ საუკეთესოს ითხოვდა, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოდან ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და ქართველებით მოხიბლული გაემგზავრა. რაც მთავარია, აქ ხელმეორედ ჩამოსვლის სურვილიც გამოთქვა. ჩვენი სტუმრები ასევე იყვნენ ბოლივუდელი მსახიობები, ლორა ბუშის პირადი მზარეული, მსოფლიოში ცნობილი ინდონეზიელი ტელეწამყვანი ფარა ქვინი. ეს ულამაზესი ქალბატონი ქართული სამზარეულოთი და საქართველოთი მოიხიბლა. თამამად ვიტყვი, რომ ყველას საკადრისად გავუმასპინძლდით. საქართველოში ბევრი ტურისტის შემოყვანა ჩემთვის ნოსტალგიის შემსუბუქებისა და ბედნიერების ერთადერთი გზაა…

ყველა ახალი ამბავი
0