თბილისი, 9 მარტი — Sputnik. IHF/EHF–ის ქალთა თასის სადებუიტო მატჩში, რომელმაც სტარტი თბილისში აიღო, საქართველოს ხელბურთის ქალთა ნაკრებმა კვიპროსის გუნდს მოუგო, იუწყება ტურნირის ოფიციალური საიტი.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართული გუნდის გამთამაშებელი ანა ყველაშვილი აღიარეს, რომლის ანგარიშზე შვიდი გატანილი ბურთია. „შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ვარ. მაგრამ მთავარი მატჩი წინ გვაქვს. ლატვიასთან თამაშში ჯგუფის გამარჯვებული გაირკვევა“,–კვიპროსთან გამარჯვების შემდეგ თქვა ყველაშვილმა.
"ა" ჯგუფის მეორე მატჩში ლატვიის ნაკრებმა ანგარიშით 48:1 ალბანეთი გაანადგურა.
"ბ" ჯგუფში ფარერების გუნდმა 26:17–ით ესტონელებს მოუგო, ბელგიელებმა კი სასომხეთის გუნდს 46:10–ით.
ნაკრებები თვითოეული კვარტეტიდან, რომლემბიც პირველ და მეორე ადგილებს მოიპოვებენ, ნახევარფინალში გავლენ. ქალთა თასი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) და ხელბურთის ევროპის ფედერაციის (EHF) ეგიდით უკვე მეცხრეჯერ ტარდება. ტურნირის ძირითადი მიზანია– იმ ქვეყნებში ხელბურთის განვითარება, სადაც სპორტის ეს სახეობა რაც ისე პოპულარულია.