იყავი ძლიერი და დატკბი ცხოვრებით – შშმ გოგონები ფოტომოდელების ამპლუაში

გამოწერა

ფოტოგამოფენა, რომლის მთავარი მოქმედი გმირები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონები აღმოჩნდნენ, 8 მარტს თბილისში გაიხსნა. Sputnik-ის ვიდეოში იხილეთ უჩვეულო მოდელების მონაწილეობით გამართული ფოტოგამოფენა.
„ამ პროექტის იდეა დიდი ხანია მქონდა, მაგრამ ვერ ვწყვეტდი, თუ რომელი კატეგორიის ქალებისთვის მიმეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს ეს გამოფენა. საბოლოოდ არჩევანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე შევაჩერე და მე მოხარული ვარ, რომ მათ ეს დღე ერთ-ერთ ბედნიერ დღედ დაამახსოვრდებათ“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ.

8 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობა თავად იმ გოგონებმა მიიღეს, რომლებმაც გიორგი ცაავასთან ერთად ფოტოპროექტი განახორციელეს.

ფოტოგრაფი გიორგი ცაავა მოდელებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ქალთა საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი განახორციელა. - Sputnik საქართველო
შშმ გოგონები 8 მარტისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გმირები გახდნენ

როგორც ფოტოგრაფმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც თავიდან ჩანდა. პროექტის ავტორს ცხრა გოგონას გადასაღებად ორი თვე დასჭირდა.

„გადაღებების პროცესში ბევრი ისეთი სირთულე შეგვხვდა, რომელთა არიდებაც შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისადმი უფრო კარგად რომ იყოს ადაპტირებული“, — განმარტა გიორგი ცაავამ.

ფოტოგრაფის განცხადებით, ის მომავალში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების თემას შეეხება.


ყველა ახალი ამბავი
0