Sputnik-ი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ სპორტსმენებზე მოგითხრობთ

© photo: Sputnik / Натия Цирекидзеოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია
ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ახალი პროექტი მკითხველს იმ სპორტსმენებთან ინტერვიუებსა და მათზე მომზადებულ ფოტოლენტებს სთავაზობს, რომლებიც რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენენ.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ ყოველკვირეული პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ჩაუშვა.

პროექტი ინტერვიუს, ინფოგრაფიკის, ფოტოლენტებისა და ვიდეოს ფორმატში საქართველოს სპორტის სფეროს იმ ფავორიტებს წარმოგიდგენთ, რომელთაც ყველა წინაპირობა აქვთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა-2016-ზე მედლები მოიპოვონ. პროექტი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბარსელონის (1992) ოლიმპიურ ჩემპიონთან და სეულის თამაშების (1988) ვერცხლის პრიზიორ ლერი ხაბელოვთან ინტერვიუთი გაიხსნა, რომელიც რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადების შესახებ მოგითხრობთ. „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ უახლოეს მომავლში ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთან, ბატუტზე მხტომელ ლიუბოვ გოლოვინასთან და ტყვიის სროლაში ოლიმპიურ ჩემპიონთან ნინო სალუქვაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

პროექტმა მკითხველს ინფოგრაფიკისა და ფოტოლენტის ფორმატში უკვე გააცნო დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ოლიმპიური ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართველი სპორტსმენების წარმატებებიც. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიის სხვა ქალაქებში 5-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაზე მედლების რეკორდული რაოდენობა — 306 კომპლექტი გათამაშდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 206 ქვეყანა მიიღებს.

 

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკიმოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკისახალი ამბების ლენტები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე

 

ყველა ახალი ამბავი
0