მაღალმთიან მესტიაში ახალი რეისები დაინიშნა

© RIA Novosti . courtesy of Vakho Naverianiმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიაში ახლა უკვე თვითმფრინავით ქუთაისიდან გადაფრენა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ქუთაისსა და ნატახტარს ახალი ავიარეისი დააკავშირებს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა რეისებს ამატებს — 10 მარტიდან შესრულდება ავიარეისები მარშრუტით მესტია-ქუთაისი-მესტია, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ფრენები კვირაში ორჯერ — ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი-ქუთაისი და ქუთაისი-ნატახტარი.

„რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17-ადგილიანი საჰაერო ხომალდით“, — განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

ამჟამად ნატახტრის აეროდრომიდან რეისები მესტიის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ ხორციელდება — ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას. 2015 წელს ამ რეისებით 4,458-მა მგზავრმა ისარგებლა.

ყველა ახალი ამბავი
0