ავღანეთის სამხედრო მისიის მონაწილე ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

© Минобороны Грузииავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები
ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში ამჟამად საქართველოდან 13 ქალი იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“ მონაწილე ქართველ ქალბატონებს საქართველოს შეიარაღებული ძალების 23–ე ბატალიონის ასეულ „ალფას“ მეთაურმა ირაკლი ქობალიამ ქალთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. 

„მორიგეობაზე რომ გავედით, მეთაური მოვიდა და ასეულის სახელით საჩუქრები გადმოგვცა. ეს, რა თქმა უნდა, დამამახსოვრდება“, ციტირებს სერჟანტ ნათია ჩხარტიშვილს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

თავის მხრივ, „ავღანელმა“ ქალმა–სამხედრო მოსამსახურეებმაც მიულოცეს 8 მარტი ქართველ ქალებს. 

ამჟამად ავღანეთში სამშვიდობო მისიაში საქართველოდან 13 ქალი გადის სამხედრო სამსახურს. ოთხი მათგანი ოფიცერია, ექვსი — სერჟანტი, ერთი — კაპრალი, ერთი — რიგითი და ერთიც — სამოქალაქო პირი.  

8 მარტის დღესასწაული - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ ქალები?

მისია „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ ავღანეთში 2015 წლის 1 იანვარს, აშშ–სა და ალიანსში მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციების სტადიის დასრულების შემდეგ დაიწყო. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათსა და მაზარი–შარიფში დაახლოებით 12 ათასი სამხედრო განალაგეს. 

მისია არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში. 

საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს, თუმცა მიერთებულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან.


ყველა ახალი ამბავი
0