ქალი და მამაკაცი — „ერთ სულ და ერთ ხორც“

© FL/Ashley Van Haeftenქალი და მამაკაცი — "ერთ სულ და ერთ ხორც"
ქალი და მამაკაცი — ერთ სულ და ერთ ხორც - Sputnik საქართველო
გამოწერა

„ერთ ხორც და ერთ სულ“ ყოფნა — ეს ხელოვნებაა, რომელსაც ყველა ქალი ვერ ფლობს. ის უნდა ისწავლოთ.

სჯობს, სანამ ცხოვრების მეგზურს აირჩევთ, მანამ დაფიქრდეთ, ვინ გინდათ გვერდით გყავდეთ. რაც უფრო გააზრებული გაქვთ არჩევანი, მით ნაკლები სიურპრიზი გელოდებათ წინ. თუმცა, ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ვიღებთ დაუფიქრებელ ან ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მაგრამ თუ ოჯახის შენარჩუნება, ოჯახში სიმშვიდე და ბედნიერება გინდათ, მაშინ, შესაძლოა, ეს რჩევები გამოგადგეთ. სცადეთ!

•    არც ცოლსა და არც ქმარს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, რომელსაც ერთმანეთს უმალავენ, მაგრამ სხვებს უმხელენ. თუ ცოლ-ქმარი ასე არ იქცევა, მაშინ მათ სხვებთან უფრო ახლო ურთიერთობები უყალიბდებათ, ვიდრე საკუთარ მეუღლესთან.
უნდა იცოდეთ, რომ დედასთან ან მეგობრებთან გამჟღავნებული საიდუმლო ქმართან ურთიერთობებს ანგრევს და ოჯახში დაძაბულობა შემოაქვს.

დაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით. იფიქრეთ, როგორ გახადოთ თქვენი ურთიერთობები ისეთი, რომ სხვებთან გულის მოოხება არ დაგჭირდეთ. შეეცადეთ, რომ ქმარიც ასევე მოიქცეს — ფიქრები და საიდუმლოებები თქვენთან მოიტანოს, რომ თქვენ იყოთ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთანაც ყველაფერზე შეიძლება საუბარი.

CC BY 2.0 / S Packwood / those are strong words for such a weak personდაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით
დაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით - Sputnik საქართველო
დაფიქრდით, სანამ ვინმესთან გულის ნადების გასამჟღავნებლად გაიქცევით

აბა, რატომ უნდა იყოთ ერთად, თუ თქვენს მნიშვნელოვან საქმეებსა და საიდუმლოებებს სადღაც სხვაგან განიხილავთ და არა ერთმანეთთან?!

•    ცოლმა გულში უნდა დაიმარხოს ქმრის ნაკლოვანებები, ქმარმა — ცოლისა.

ყოველი კამათისას ქმრის ნაკლოვანებები არ უნდა გაიხსენო. ამას შეიძლება უსასრულო კამათი მოჰყვეს, რომელიც უფრო დიდ მასშტაბებში გადაიზრდება.

•    მეუღლეებმა ერთმანეთს არ უნდა მისცენ ისეთი ხუმრობის უფლება, რომელიც ერთიმეორის გრძნობებს შელახავს.

არც ქმარმა და არც ცოლმა ნაცნობებთან ერთმანეთზე ხუმრობითაც კი არ უნდა დაიჩივლოს, რადგან სრულებით უწყინარ ხუმრობასაც კი ორივესთვის უსიამოვნებებისა და ერთმანეთისგან გაუცხოების მოტანა შეუძლია.

•    ოჯახი სიწმინდეა, სარკის სიმბოლო, სადაც ჩვენს ანარეკლს ვხედავთ.

CC BY 2.0 / Flickr/ Amanjeev / Oh! Teenageნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს
ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს - Sputnik საქართველო
ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს

ამ ადგილის სიწმინდე ან მანკიერება მხოლოდ ცოლზე ან ქმარზეა დამოკიდებული. არავის მისცეთ უფლება, თქვენ ქმარზე ცუდი ილაპარაკოს, არც თქვენ არასდროს დაამციროთ ის.

გახსოვდეთ, რომ როგორც კი საკუთარ ქმარზე ვინმესთან ჩივილსა და წუწუნს იწყებთ, აღებთ ჭიშკარს, რომლითაც თქვენ ოჯახში დესტრუქციული, ნეგატიური ენერგია შემოვა.

•    არ იტრაბახოთ საკუთარი ბედნიერებით სხვებთან.

უკეთესია გაჩუმდეთ და სხვებს მოუსმინოთ. დაიცავით თქვენი ურთიერთობები სხვების ცუდი თვალისა და ფიქრებისგან, იმისგან, რასაც ვერ გააკონტროლებთ — ჭორაობისა და შურისგან.
•    ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს.

ისინი რაღაცას გირჩევენ, მერე წავლენ და საკუთარ საქმეებს მიხედავენ, თქვენ კი, მათი რჩევით, ექსპერიმენტებს შეუდგებით. რაც სხვებისთვის კარგია, თქვენი ოჯახისთვის შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს. ყურადღებით და ფრთხილად იყავით. მოუსმინეთ საკუთარ გულს და მიჰყევით მას.

•    მეუღლეები მტკიცედ უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ისინი მთლიანად ერთმანეთს ეკუთვნიან, რაც მათ თავისუფლების, სიმშვიდისა და ნდობის შეგრძნებას უჩენს.

ერთად უფრო გაუმკლავდებით ცხოვრებისეულ სირთულეებს, ვიდრე ცალ-ცალკე. უნდა ენდოთ ერთმანეთს და პატივი სცეთ პარტნიორის ნდობას. არ მოატყუოთ ის.

•    თვალი მიადევნეთ, რომ ოჯახში უთანხმოება არ დამკვიდრდეს.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Ulisse Albiati / Le match d'improvisation théâtraleმისთვის თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანი არ არის
მისთვის თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანი არ არის - Sputnik საქართველო
მისთვის თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანი არ არის

როცა კამათს დაიწყებთ, რომელიც შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, გაიხსენეთ, რა უფრო გინდათ — იყოთ ბედნიერი, თუ იყოთ მართალი. სიმართლე ბედნიერს მხოლოდ წამიერად გაგხდით. გაუფრთხილდით ბედნიერებას.

•    თუ ერთიანობისკენ ისწრაფვით, უთანხმოებები გაქრება და ოჯახში კვლავ სიყვარული დაისადგურებს.

ერთიანობის შექმნას დიდი შრომა სჭირდება, ის თავისთავად არ ჩნდება. შესაძლოა, ეს უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვად ჩათვალოთ, ამიტომ თავდაპირველად გაარკვიეთ, რა არის თავისუფლება ოჯახში, რა არის ერთიანობა და რა არის მისი მთავარი ფასეულობა.

„ერთ ხორც და ერთ სულ“ ყოფნა — ეს ხელოვნებაა, რომელსაც ყველა ქალი ვერ ფლობს. ის უნდა ისწავლოთ.

•    დაიცავით საკუთარი სახლი და თქვენი ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან. ასეთი ძალები ოჯახში მხოლოდ ადამიანების საშუალებით შემოდის, რომელთაც თავად ვუშვებთ საკუთარ ცხოვრებაში. იმუშავეთ იმაზე, რომ ოჯახის ისეთი კარიბჭე გახდეთ, რომლითაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ სიბრძნე, სიკეთე და ბედნიერება შემოვა. თქვენ ეს შეგიძლიათ!

CC BY 2.0 / Flickr / daspunkt / I Do!დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ!
დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ! - Sputnik საქართველო
დაიცავით საკუთარი სახლი და ქმართან ურთიერთობები ბოროტი ძალებისგან — თქვენ ეს შეგიძლიათ!

ოჯახებში სიყვარულს, ურთიერთგაგებას, მხარდაჭერას, მშვიდობასა და თანხმობას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0