ერთი შეხედვით, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრისთვის საჩუქრის არჩევა სირთულეს არ წარმოადგენს და მაინც, მიუხედავად მრავალფეროვანი ასორტიმენტისა, მამაკაცები საჩუქრის შერჩევისას ყოველთვის თავს იმტვრევენ — და არცთუ იშვიათად შეცდომასაც უშვებენ.
არ აჩუქოთ მანდილოსნებს იააფასიანი ბიჟუტერია, უსარგებლო სუვენირები და სამზარეულოს მოწყობილობა — ასეთი უნივერსალური საჩუქრები სიხარულის მომტანი არ იქნება. თუ კოსმეტიკურ საშუალებებს აჩუქებთ „მინიშნებით“ — ანტიცელულიტური გელი, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ან გასახდომი საშუალება, ამით გულს ნამდვილად ატკენთ. და საერთოდ, უმჯობესია კოსმეტიკა და თეთრეული იმ მანდილოსანთან ერთად შეარჩიოთ, ვისთვისაცაა ის გათვალისწინებული.
ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს რისკი ისეთი საჩუქრის შერჩევის, რომელსაც ქალი არასდროს გამოიყენებს. მომხიბვლელ ქალბატონს ძალზე გაახარებს ყვავილების თაიგული, საიუველირო მორთულობა ან ვისთვის ბანალური და ვისთვის მნიშვნელოვანი — ფული. თქვენ საუკეთესო საშუალება გეძლევათ თქვენს რჩეულს პრეზენტი სასიამოვნო ფორმით გაუკეთოთ — იყიდეთ ვაუჩერი ტანსაცმლის ან კოსმეტიკის ბრენდულ მაღაზიაში. ამ ფორმით თქვენ თავიდან აიცილებთ დღესასწააულისთვის საჩუქრის შერჩევაზე ფიქრს — ქალი თავად აირჩევს მისთვის სასურველ ნივთს და ამით დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ მას.