გამოკითხვა: დსთ–ის ქვეყნებში მცხოვრები ქალები უფრო მეტს შრომობენ, ვიდრე ევროკავშირში

© courtesy of Iltsdailyქალი სამსახურში
ქალი სამსახურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დსთ–ის ქვეყნებში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად არიან დაკავებული კვალიფიციური შრომით, ვიდრე ევროკავშირში. ამასთან, სომხეთი ერთ–ერთია, სადაც მამაკაცებთან შედარებით, ქალის ჩართულობის მაღალი კოეფიციენტი - 1,79 - ფიქსირდება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–ი, პროექტ „Sputnik.ფაქტების“ ფარგლებში, აქვეყნებს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც დსთ–ის ქვეყნებში მცხოვრები ქალები ბევრად მეტად არიან დაკავებულები კვალიფიციური შრომით, ვიდრე ევროკავშირში მცხოვრებნი. დსთ–ის სივრცეში ისეთ სამსახურებში დასაქმებული ქალების რაოდენობა, სადაც სპეციალური პროფესიული ან უმაღლესი განათლებაა სჭირო, მამაკაცებზე 1.82–ჯერ მეტია. ევროკავშირში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია და სულ 1.16–ს შეადგენს.

დსთ–ის ქვეყნებს შორის, მამაკაცებთან შედარებით, კვალიფიციურ შრომაში ჩართული ქალების ყველაზე მაღალი დონე ბელორუსიაში ფიქსირდება — 2,66. ასევე ლიდერთა შორის არიან მოლდოვა და სომხეთი — 1,84 და 1,79 შესაბამისად. რუსეთსა და უკრაინას თითქმის თანაბარი მაჩვენებელი აქვთ —1,77 და 1,74, ხოლო ყველაზე დაბალი — ყირგიზეთს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისად: 1,67, 1,64 და 1,47.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტოპსამეულში შევიდნენ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი: 1.97, 1.8 და 1.64 — შესაბამისად, და ისეთ ევროპულ ქვეყნებს გადაუსწრეს, როგორებიცაა: გერმანია (1.05), საფრანგეთი (0.98) და დიდი ბრიტანეთი (0.97). მალტამ (0.77), იტალიამ (0.84) და ლუქსემბურგმა (0.89) სიის ბოლო ადგილები დაიკავეს, რითაც ქალების კვალიფიციურ შრომაში ჩართულობის ყველაზე დაბალი დონე აჩვენეს.

ცნობა პროექტ Sputnik.ფაქტების შესახებ

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik–ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნდება სახელმწიფოებისა და ორგანიზაციებისა (გაეო, სსფ და ა.შ.) და მსხვილი კვლევითი ცენტრების სტატისტიკაზე დამყარებული მონაცემები აქტუალური პოლიტიკური და სოციალური თემების შესახებ.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0