თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის ახალი სარდალი წარადგინა

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დასავლეთ სარდლობის შტაბსა და პირად შემადგენლობას პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე წარუდგინა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბისა და II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სენაკში  წარუდგინა.

პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია აფხაზეთის ომით იწყება, 1992-93 წლებში თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი ომში მოხალისედ წავიდა და შავნაბადას ბატალიონში ომის დამთავრებამდე იბრძოდა.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოში ჰაუპტვახტები უქმდება

რიგითი ჯარისკაციდან ოფიცრობამდე ჯაბახიძემ სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკურ ფაკულტეტზე, გაიარა კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები (CGSC). 2004 წელს სწავლა განაგრძო აშშ-ის არმიის სკოლაში, 2008 წელს – ლიტვის სამხედრო აკადემიაში, გერმანიაში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნულ ცენტრში, ხოლო შვედეთში – გაეროს შტაბში ოფიცერთა კურსებზე.

2006-2007 წლებში მონაწილეობას იღებდა ერაყის სამშვიდობო მისიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0