საქართველოში სტალინის გარდაცვალების წლისთავი აღნიშნეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovსტალინის ძეგლი გორში
სტალინის ძეგლი გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიტინგის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან სტალინის ძეგლის გორის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნება მოითხოვეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 63 წლისთავი აღნიშნეს გორში საზოგადოება „სტალინელის“, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრებმა და გორის მოსახლეობამ, სულ ოცამდე ადამიანმა.

ისინი სტალინის სახლ–მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი იქვე მდებარე ეკლესიისკენ გაემართნენ, სადაც ბელადის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

„ეს დღე განსაკუთრებულია ყველა იმ ჭეშმარიტი გორელისა და ქართველისთვის, ვინც აფასებს ყველაფერ ქართულსა და ისტორიის წარმატებულ ფურცლებს. 63 წლის წინ, დღევანდელ დღეს გარდაიცვალა დიდი ქართველი, დიდი მოაზროვნე და ჩვენ დღეს აქ იმისთვის მოვედით, რომ გამოვხატოთ მწუხარება მისი გარდაცვალების გამო“, — განუცხადა Sputnik–ს „კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

დღევანდელი მიტინგის მონაწილეები მასშტაბური საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ, თუ მიმდინარე წლის 9 მაისამდე ქალაქის ხელისუფლება სტალინის ძეგლს თავის ადგილზე არ დააბრუნებს.

იოსებ სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს აიღეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

ყველა ახალი ამბავი
0