თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა მსუბუქ ავტომობილთან მოტოციკლის შეჯახების შედეგად ფოთში, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, იუწყება „პირველი რადიო“.
გარდაცვლილი 40 წლის მამაკაცია. ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.