თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქუთაისის ერთ–ერთ ეზოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო შეხვეული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
წინასწარი ინფორმაციით, ახალშობილი რამდენიმე დღის გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია. დაწყებულია ექსპერტიზა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112–ე მუხლის საფუძველზე — „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.