ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ლტოლვილთა ქალაქის აშენების წინადადება წამოაყენა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტი ყველა მიგრანტის საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადაყვანის წინადადებით გამოდის, რომელსაც ერთიანი ძალისხმევით ააშენებენ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ახალი ქალაქის აშენების წინადადება წამოაყენა, სადაც შესაძლებელი იქნება ლტოლვილების დასახლება.

„ახალი ქალაქის ინფრასტრუქტურას თურქეთი შექმნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო თანამეგობრობის ხარჯებით ჩატარდება. ჩვენ იქ ყველა იმ ადამიანის განთავსებას შევძლებთ, ვინც იძულებული გახდა, დაეტოვებინა სირია, დავასახლებთ იმათაც, ვინც თავშესაფარი თურქეთში ჰპოვა. ამ იდეაზე ბატონ ობამასთან ერთად ვიმსჯელე და კოორდინატებიც კი მოვნიშნეთ. თუმცა კონკრეტულ რეალიზაციაზე ჯერ საუბარი არ არის. ახლა საქმე გადაწყვეტილების მიღებაზეა. სიმტკიცისა და ნების გამოვლენაა აუცილებელი“, — ციტირებს სააგენტო Anadolu ერდოღანს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ნახევარმთვარისთვის“ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე გამოვიდა სიტყვით.

მისი თქმით, თურქეთის საზღვართან ახლოს 4.5 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ახალი ქალაქის არქიტექტურა ადგილობრივ ტრადიციებს მოერგება.

დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, თურქეთის კარი კვლავაც ღია იქნება ლტოლვილებისთვის, თუმცა მეტი სიფხიზლე გვმართებს. ეს პრობლემა ერთობლივად უნდა გადავჭრათ“, — დაამატა ერდოღანმა.

მანამდე ევროკავშირის ქვეყნებმა მოიწონეს თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილების მხარდასაჭერი ფონდის დაფინანსების წინადადება. როგორც ვარაუდობენ, ანკარა, 3 მლრდ ევროს გარდა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გააქტიურებასა და ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, თუ მიგრანტებს საკუთარ ტერიტორიაზე მიიღებს და ევროკავშირისკენ მათ ნაკადს შეამცირებს.

თურქეთის ტერიტორიაზე უკვე იმყოფება 2.7 მლნ ლტოლვილი, ევროკავშირში – თითქმის 2 მლნ.

ყველა ახალი ამბავი
0