პრეზიდენტმა ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდი წმიდა სამების ტაძარში ჩატარდა, რომელსაც მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი 1993 წლის სექტემბერში ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპული ათი მებრძოლის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სამების ტაძარში ჩატარდა.

პრეზიდენტთან ერთად ტაძარს ეწვივნენ პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

„ამ ახალგაზრდებმა, ვისაც ჩვენ დღეს, ათწლეულების შემდეგ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს, თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ვალია, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, საძმო საფლავიდან ამ ადამიანების ნეშტების ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა. აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი გადმოსვენება და იდენტიფიცირება.

ყველა ახალი ამბავი
0