თურქეთის საელჩოსთან აქციის მონაწილეებმა ქართული ეკლესიების აღდგენა მოითხოვეს

გამოწერა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით გაიგეთ, თუ რა მოთხოვნები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. 

ათამდე ადამიანმა — საზოგადოებრივი და ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების აღდგენის ნებართვა იყო. 

„საქართველოში თურქული დიასპორის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მათი ისტორიული ძეგლები აღადგინონ, ააშენონ მეჩეთები და ილოცონ. ამ დროს კი თურქული მხარე არ იძლევა მის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების აღდგენის, ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას“, — განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ახალგაზრდებმა თურქეთის საელჩოსთან თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ჩამონგრეული ძეგლების სურათები მიიტანეს.


ყველა ახალი ამბავი
0