ვიცე–პრემიერი: საქართველოს მთავრობაში თანამდებობას არავინ დატოვებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა პარასკევს გაავრცელეს ინფორმაცია მინისტრთა მთელი ჯგუფის გადადგომის შესახებ.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი თანამდებობას არ დატოვებს, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დღეს საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საკუთარ პოსტებს დატოვებენ ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. 

„თანამდებობას არავინ არ დატოვებს!“ – გადაჭრით განაცხადა ქუმსიშვილმა ტელეკომპანის „რუსთავი–2“–ის ეთერში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მარტში მთავრობაში მთელი რიგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს: ნოდარ ხადური დატოვებს ფინანსთა მინისტრის პოსტს, მის ადგილზე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება.

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ მაშინ დაადასტურა ინფორმაცია მთავრობაში ცვლილებების შესახებ, მაგრამ რაიმე კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0