აბაშიძე: საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ყველაზე რთულ საკითხებს გადაჭრის

© photo: Sputnik / Denis Aslanovხედი მთაწმინდაზე
ხედი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შედეგიანი იყოს, საგულდაგულო მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს, აცხადებს აბაშიძე.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის პირველ პირთა შეხვედრა მიზანშეწონილი იქნებოდა, და მან ყველაზე რთულ საკითხებში შედეგი უნდა მოიტანოს, განაცხადა Sputnik–თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

მოცემულ მომენტში რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი დიპლომატის – ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

სერგეი ლავროვის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
ლავროვმა მომავალში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ გამორიცხა

„პირველი პირების შეხვედრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე რთულ საკითხებში რაღაც შედეგი მაინც უნდა მოიტანოს. ჩვენ არ ვართ ისე განწყობილი, რომ ერთ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდება, რა თქმა უნდა, ეს არარეალურია. თუმცა მზადება იმისთვის, რომ რაღაცნაირად მაინც წავიწიოთ წინ, უნდა ხორციელდებოდეს“, – აღნიშნა აბაშიძემ.

იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს, ამისთვის საგულდაგულო მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შედეგი იქნება, დაამატა აბაშიძემ.

სრულად ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან წაიკითხეთ Sputnik-ის გვერდზე.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ყველა ახალი ამბავი
0