ქართულ სამზარეულოში ხაჭაპურს, რომელმაც საქართველოს მთლ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხაჭაპური სხვადასხვანაირია — მეგრული, იმერული, გურული, აჭარული…
ამ ჯერზე ჩვენ აჭარულ ხაჭაპურზე მოგითხრობთ და მისი მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ.
აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად თქვენ ფქვილი, წყალი, შაქარი, მარილი, ქართული ყველი, კარაქი და კვერცხი დაგჭირდებათ.
და არ დაგავიწყდეთ, რომ აჭარული ხაჭაპურის მომზადება ნახევარი საქმეა. მთავარია იგი სწორად დააგემოვნოთ!