წარმოუდგენლად ძვირი, გიჟური ფასების მქონე ნივთები

გამოწერა

რა განაპირობებს ნივთის ფასს? ის, რომ ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხისაა, ის, რომ მცირე რაოდენობით იწარმოება და დეფიციტურია, თუ ქარიზმა, როცა ნივთი, რაც უნდა ღირდეს, მაინც მიმზიდველია და მომხიბლავი?

ქვემოთ მსოფლიოში ყველაზე, ყველაზე ძვირადღირებულ რამდენიმე ნივთს გაგაცნობთ. ჩამონათვალში შესულია როგორც უიშვიათესი ნივთები, ისე ისეთებიც, რომელთა ფასსაც უბრალოდ ადამიანის ვნება განსაზღვრავს.

•    პაბლო პიკასოს „ალჟირელი ქალები“ — აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ნახატებს შორის ყველაზე ძვირია. ის 179.4 მლნ დოლარად გაიყიდა მსოფლიოში უდიდეს „კრისტის“ აუქციონზე ნიუ-იორკში (ამ სააუქციონო  სახლს მსოფლიოს 43 ქვეყანაში 85 ოფისი აქვს, 2013 წელს მისმა შემოსავალმა 6.18 მლრდ დოლარი შეადგინა).

ნახატი 2007–2012 წლებში კატარის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, შეიხმა ჰამად ბენ ჯასემ ალ ტანიმ შეიძინა.

© pablopicasso.orgპაბლო პიკასოს "ალჟირელი ქალები"
პაბლო პიკასოს ალჟირელი ქალები  - Sputnik საქართველო
პაბლო პიკასოს "ალჟირელი ქალები"

•    AIRBUS A380 — ყველაზე ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავი. ის 500 მლნ დოლარი ღირს და საუდის არაბეთის პრინც ალ–ვალიდ ბენ თალალს ეკუთვნის.

აერობუსი მხოლოდ უძვირესი კი არა, უდიდესიცაა. პრინცის საჰაერო ხომალდი ორსართულიანია და უამრავ ოთახს, სალონს, ოფისსა და პირად სივრცეს მოიცავს. გარდა ამისა, არსებობს ყველანაირი კომფორტი და სერვისი, რომელთაც მსოფლიოს საუკეთესო ხუთვარსკვლავიანი ოტელები გვთავაზობენ… თუმცა, ამბობენ, რომ პრინცი მაინც უკმაყოფილოა.

© FB/Prince.AlWaleedbinTalalპრინცი ალ-ვალიდ ბენ თალალი საკუთარ თვითმფრინავში
პრინცი ალ-ვალიდ ბენ თალალი საკუთარ თვითმფრინავში  - Sputnik საქართველო
პრინცი ალ-ვალიდ ბენ თალალი საკუთარ თვითმფრინავში

•    ანტიმატერია  — პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება, სუბსტანცია, რომლის 1 გრამი 100 ტრილიონი დოლარი ღირს!!!

ანტიმატერია უიშვიათესი სუბსტანციაა, რომელიც არც ჩვენს გალაქტიკასა და არც მის საზღვრებს მიღმა სტაბილურად არ წარმოიქმნება. მისი მიღება მხოლოდ ატომური კვლევების ევროპულ ცენტრში — „ცერნშია“ შესაძლებელი. ნივთიერების ესოდენ ზღაპრულ ფასს კი მის მიერ წარმოებული ენერგიის რაოდენობა განაპირობებს. 1 კილოგრამი ანტიმატერია 1 კილოგრამ მატერიასთან შეჯახებისას იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენსაც მილიონი უმძლავრესი თერმობირთვული ბომბი.

© home.cernატომური კვლევების ევროპული ცენტრი — CERN
ატომური კვლევების ევროპული ცენტრი — CERN - Sputnik საქართველო
ატომური კვლევების ევროპული ცენტრი — CERN

•    Ferrari 250 CTO Racer — 1964 წლის რარიტეტული, ტრადიციულად წითელი ფერის ავტომობილი, 2013 წელს 50 მლნ დოლარად გაიყიდა. მფლობელი უცნობია.

მასთან შედარებით საერთოდ ფერმკრთალდება Jay Z–ის Maybach Exelero, რომელიც 8 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

© ferrary.com1964 წლის რარიტეტული Ferrary
1964 წლის რარიტეტული Ferrary - Sputnik საქართველო
1964 წლის რარიტეტული Ferrary

•    „ვარდისფერი ვარსკვლავი“ (Pink Star)  — მსოფლიოში ყველაზე ძვირი ბრილიანტის ბეჭედი. 2013 წელს „სოთბის“ აუქციონზე 52 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც ამერიკულ ვალუტაში 80 მლნ დოლარს უდრის. მყიდველი ცნობილი ნიუ–იორკელი ბრილიანტების დამწახნაგებელი ისააკ ვოლფია, რომელმაც მას სახელი შეუცვალა და „ვარდისფერი ოცნება“ უწოდა.

Pink Star ყველაზე დიდი და ყველაზე ვარდისფერი ბუნებრივი ბრილიანტია ყველა სხვა ვარდისფერ ბრილიანტს შორის, მისი ზომა 2.69X2.06 სმ-ია, ხოლო წონა – 59.6 კარატი.

© sothebys.com "სოთბის" აუქციონის რეკორდსმენი "ვარდისფერი ვარსკვლავი"
 სოთბის აუქციონის რეკორდსმენი ვარდისფერი ვარსკვლავი   - Sputnik საქართველო
"სოთბის" აუქციონის რეკორდსმენი "ვარდისფერი ვარსკვლავი"

ქვა კომპანია De Beers–მა მოიპოვა აფრიკაში 1999 წელს. ქვეყანა არ კონკრეტდება. დაუმუშავებელი ქვის წონა 132.5 კარატი იყო (1 კარატი — 0.2 გრ). ბრილიანტის დაწახნაგებაზე ორი წელი მუშაობდნენ.

აუქციონის დამსწრეები ყვებიან, რომ ბოლოსწინა წინადადება 67 მლნ შვეიცარული ფრანკი იყო, რომელიც მსურველმა ტელეფონით შეატყობინა აუქციონს. ამის შემდეგ დარბაზში დიდხანს იყო გამეფებული სიჩუმე, სანამ ვოლფმა საბოლოო ფასი არ დაასახელა.

•    Lokheed Martin F–35 — მოიერიშე–ბომბდამშენი, ყველაზე ძვირი თავდაცვითი სისტემა, რომელიც 400 მლრდ დოლარი ღირს.

CC BY-SA 2.0 / mashleymorgan / Aircraft Fighter Jet F-35ამერიკული თავდაცვითი სისტემა Lokheed Martin F–35
ამერიკული თავდაცვითი სისტემა  Lokheed Martin F–35  - Sputnik საქართველო
ამერიკული თავდაცვითი სისტემა Lokheed Martin F–35

თუმცა გამოთვლები აჩვენებს, რომ მისი რეალური ღირებულება შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, ვიდრე ამას აშშ–ის მთავრობა ვარაუდობს. პენტაგონის განცხადებით, ამ სერიის თვითმფრინავების სრულ სასიცოცხლო ციკლზე 1 ტრილიონ დოლარამდე დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0