თბილისი, 4 მარტი — Sputnik. Standard & Poor's-ის საკრედიტო რეიტინგების სამსახურმა გაიწვია საქართველოს მინერალური სასუქების მწარმოებელი კომპანიის შპს „რუსთავის აზოტის“ გრძელვადიანი კორპორატიული რეიტინგი „B–“, — ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში.
ამასთან ერთად ასევე გაწვეულია რეიტინგი „B–“, დაგეგმილი, მაგრამ კომპანიის მიერ არგანთავსებული პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი 180 მილიონ დოლარის ობლიგაციების გამოშვება, 2020 წელს დაფარვის ვადით.
შპს „რუსთავის აზოტის“ რეიტინგები გაწვეულია ემიტენტის თხოვნით.
„ჩვენ გავიწვიეთ კომპანიის რეიტინგები მათი დონის დადასტურების გარეშე, რადგან ვერ მივიღეთ საკმარისი ინფორმაცია სარეიტინგო პროცესის მხარდაჭერისთვის“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.