სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

გამოწერა

მოულოდნელად ოჯახის შექმნა გადაწყვიტეთ? ეს პრობლემა არ არის — სიღნაღში ქორწინების სახლი 24 სთ-იან რეჟიმში მუშაობს. ეს ხომ სიყვარულის ქალაქია! და ეს სახელი ამ ქალაქს არც თუ დიდი ხნის წინ ეწოდა.

სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბების ისტორია XVII-დან იწყება, ქალაქი ერეკლე მეორის მეფობის დროს დაარსდა. 

2007 წლიდან — სიღნაღის რესტავრაციის შემდეგ — აქაურობა არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცა. სიღნაღი თანდათან ევროპულ ქალაქად გარდაიქმნა — ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებითა და ქვაფენილებით, ღია კაფეებითა და წითელი კრამიტით გადახურული სახლებით. 

კახეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში მრავლადაა ტაძრები, სასტუმროები, რესტორნები, არის კაზინო, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, ბანკები და ქალაქის მერია. სიღნაღიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება.

 

ყველა ახალი ამბავი
0