საქართველოს პრემიერი სტალინიზმის იდეების კატეგორიული წინააღმდეგია

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ სტალინი
იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირიკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ის პოლიტიკური ძალა უწოდა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თვითმყოფადობასა და უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს მომავლისთვის საბჭოთა კავშირის მარგინალური ტრადიციები და სტალინიზმი მიუღებელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანამდე სტალინიზმის იდეების მხარდამჭერად „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე გამოვიდა. მან მაღალჩინოსნებს კაბინეტებში საბჭოთა ბელადის სტალინის პორტრეტების დაკიდება შესთავაზა.

„საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ამავდროულად პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებს, რომლებიც, პარტიული ინტერესების მიუხედავად, ქვეყნის მომავლისთვის გაერთიანებას შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0