რუსი მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია მოსკოვში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ კადრები ფილმებიდან, რომლებშიც მსახიობი იღებდა მონაწილეობას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატალია კრაჩკოვსკაია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის პირველ საქალაქო საავადმყოფოში მოათავსეს.
ნატალია კრაჩკოვსკაია (ქალიშვილობის გვარი — ბელოგოროდცევა) მოსკოვში მსახიობ მარია ფონინას ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნატალიამ კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში (ВГИК) შეიტანა სამუთები და ჩაირიცხა. თუმცა სწავლა დიდხანს არ მოუწია, რადგან მომავალ მსახიობს მანქანა დაეჯახა და დროებით მხედველობა დაკარგა. წარმატება მსახიობთან „12 სკამში“ შესრულებული მადამ გრიცაცუევას როლით მოვიდა.
ფილმის რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ დიდხანს ვერ შეძლო შესაფერისი ტიპაჟის პოვნა. ის ხმის ოპერატორ ვლადიმირ კრაჩკოვსკის მეუღლის მსგავს მსახიობს ეძებდა. საბოლოო ჯამში კრაჩკოვსკიმ გაიდაის ამ როლზე თავისი ცოლი შესთავაზა.
ამ ფილმის შემდეგ კრაჩკოვსკაიამ გაიდაისთან გააგრძელა თანამშრომლობა ფილმებში „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“, „შეუძლებელია!“, „დერიბასოვსკაიაზე კარგი ამინდია, ან ბრაიტონ-ბიჩზე კვლავ წვიმს“.
ნატალია კრაჩკოვსკაიამ 70-ზე მეტ ფილმში, ძირითადად ეპიზოდური, მაგრამ სახასიათო როლები შეასრულა.