დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Mikhail Mordasin / გადასვლა მედიაბანკშიტიტები
ტიტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 მარტის დღესასწაული თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის ალტერნატივა, მაგრამ მოგვიანებით ხელისუფლებამ საქართველოს სადღესასწაულო კალენდარში ორივე თარიღი დატოვა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ და ეს დღე უქმეა. 

დღესასწაულის ისტორია საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან არის დაკავშირებული, რომელმაც 1991 წელს შემოიღო ეს დღესასწაული. ახალ თარიღს უნდა ჩაენაცვლებინა მანამდე არსებული ქალთა საერთაშორისო დღის — 8 მარტის დღესასწაული, რომელიც მაშინ გამსახურდიას ინიციატივით გააუქმეს. 

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში 8 მარტს დღესასწაულის სტატუსი დაუბრუნდა. ასე რომ, ამჟამად საქართველოში როგორც დედის დღე — 3 მარტს, ასევე ქალთა საერთაშორისო დღე — 8 მარტს აღინიშნება. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0