ელიზბარ ჯაველიძე: როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, განვაცხადე, რომ ცოტა ხანში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას უნდა ველოდოთ-მეთქი. ავიღოთ თუნდაც საფრანგეთის უახლესი ისტორია. როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა თავი მოიკლა. მაგრამ ერთ წელიწადში ლამის მთელი საფრანგეთი მიესალმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ეს არის ზნეობრივი წარღვნა, რელიგიური ცოდვა. ეს არის ერთდროულად შეტევა მარლთმადიდებლობასა და დემოგრაფიაზე. ერთსქესიან წყვილებს ხომ არ ძალუძთ გამრავლება?! ეს სურთ მათ, მეტი არაფერი!
არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ ერთსქესიანთა ქორწინებას არ ვაღიარებთ, ევროპა არ მიგვიღებს. შემირცხვენია ის ევროპა, რომელიც მამათმავლობას და ერთსქესიანთა ქორწინებას ქადაგებს.
საქართველოში არასდროს არ იდევნებოდნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ ახლა მსოფლიო დონეზე ამ სექტის წინ წამოწევა მოხდა, რომელიც სამ ეტაპად განვითარდა.
– რა ეტაპებს გულისხმობთ?
— ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ყველაფერი წიგნებშია განხილული. პირველ ეტაპზე ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ არიან ავადმყოფები და იქნებ შეგვებრალებინა. მეორე ეტაპზე განაცხადეს, რომ ავადმყოფები არ არიან. მედიცინამაც აღიარა ეს. მესამე ეტაპზე მოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ, ჯანსაღი ადამიანები უნდა მივბრძანდეთ და მათ უნდა მართონ ქვეყანა. აი ეს გახლავთ პრობლემა.
– უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ერთობა?
— კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე ბრძანა, მაგრამ ამაზე ერთი ამბავი ატეხეს. კიდევ კარგი, რომ მერკელმაც იგივე გაიმეორა, თორემ ღარიბაშვილის შეჭმა უნდოდათ.
– ახალ საგანზეც გკითხავთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“?
— ეს ახალი საგანი სხვა არაფერია, თუ არა გახრწნა. რატომ იკლავს განათლების სამინისტრო ამ საგნის შემოტანაზე თავს?! განათლების სამინისტრო ლომაიას დროიდან წყალწაღებული უწყება გახლავთ, სულ ანტიეროვნულ რაღაცებს თესავს. მათ სურთ, რომ ქართველი ბავშვები გადააგვარონ.
არ ეღირსებათ ამ საგნის სკოლებში შეტანა. ვაფრთხილებ მათ, რომ ქართველი ხალხი მივა და იმ შენობიდან ცოცხით გამოდევნიან. საზოგადოებას გამოვიყვანთ ქუჩაში. ქართველი კაცი ღირსებას არასდროს დათმობს.