თბილისში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაკოვანი მამაკაცი აკრძალულ ადგილზე ცდილობდა სარკინიგზო ხაზის გადაკვეთას.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თბილისში სატვირთო მატარებელი ხანშიშესულ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მამაკაცი აკრძალულ ადგილზე ცდილობდა სარკინიგზო ხაზის გადაკვეთას.

„მამაკაცი საკმაოდ ხანშიშესული იყო. ის ადგილზე გარდაიცვალა“, — განაცხადა შსს–ის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა თეა თოდუამ სააგენტო "ნოვოსტი გრუზიასთან" საუბრისას.

„საქართველოს რკინიგზაში“ მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 275- მუხლი).

ყველა ახალი ამბავი
0