თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თურქეთი უარს ამბობს საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გაატაროს ნატოს მეორე სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება, რომელიც ეგეოსის ზღვაში გაიგზავნა თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოძრავი ლტოლვილების ნაკადის მონიტორინგისთვის და იმ ხომალდებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, რომლებზეც მიგრანტები იმყოფებიან, იუწყება РИА Новости ტელერადიოკომპანია RTBF–ზე დაყრდნობით.
RTBF-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება საკუთარ პოზიციას იმით ხსნის, რომ ნატოს ესკადრის გერმანელი კონტრ-ადმირალი იორგ კლაინი ვალდებულია ჩავიდეს ანკარაში „იმ ზონის განსასაზღვრად, სადაც ის [ხომალდების ჯგუფი] იქნება განთავსებული“.
ბერლინსა და ანკარას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ნათქვამია შეტყობინებაში.
RTBF ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება არავითარ ენთუზიაზმს არ იჩენს საკუთარ ტერიტორიაზე იმ ლტოლვილების მისაღებად, რომლებსაც ნატოს ხომალდები ეგეოსის ზღვაში გადაარჩენენ.
აკვატორიაში ნატოს მეორე სამხედრო–საზღვაო ფლოტის გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება 11 თებერვალს მიიღეს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.