ომბუდსმენი: 2015 წელს საქართველოში 576 ბავშვი დაიღუპა

© photo: Sputnik / Anton Kruglov / გადასვლა მედიაბანკშიყვავილები
ყვავილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 წლამდე ბავშვთა და მშობიარეთა შორის სიკვდილიანობის მაღალი დონის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების უხარისხობა, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე, განაცხადა ომბუდსმენმა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მარტო 2015 წელს 0–დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა, განაცხადა პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლად შობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს, აღნიშნა ნანუაშვილმა.

„ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, ნეონატოლოგების სიმცირე, ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე და ა.შ.“, — ციტირებს ნანუაშვილს ომბუდსმენის პრეს-სამსახური. საქართველოში ასევე მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა, ყოველ 100 ათასზე – 36 შემთხვევა.

თბილისის მოქალაქეები - Sputnik საქართველო
საქართველოს დემოგრაფიული კრიზისი ემუქრება

რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობესებას.

ყველა ახალი ამბავი
0