თბილისი, 1 მარტი — Sputnik. რუსი და უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფი სირიის ჩრდილოეთით, ლატაკიის პროვინციაში საარტილერიო სროლაში მოყვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ინციდენტი სამშაბათს სასაზღვრო ქალაქ კენსაბასთან ახლოს მოხდა, რა დროსაც რვა ჭურვი გაისროლეს.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ისინი ჩინეთის, კანადისა და ბულგარეთის მოქალაქეები არიან.