ზურაბ შევარდნაძე: გაზაფხულს ახალი იდეებით, მცენარეებითა და კოლექციით ვხვდებით

გამოწერა

მებაღე გაზაფხულს ახალი იდეებით, ახალი შემართებით, ახალი მცენარეებით და ახალი კოლექციით ხვდება. როგორც თავად ამბობს, „გარდენია“ სიფართესა და სიგანეში კი არ იზრდება, არამედ ხარისხით, ასორტიმენტით, საქმისადმი დამოკიდებულების დახვეწილობით იზრდება და სწორ მიმართულებებს იძენს.

ცნობილ მებაღეს ერთადერთი სურვილი აქვს: წელს უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანი ჰყავდეს.

„ჩვენ მარტო მცენარეებს არ ვატანთ ადამიანებს, მათთან ერთად განწყობასა და დამოკიდებულებას, ემოციას ვატანთ…  ჩვენი ბაღი არ არის მარტო პატარა სანერგე, სადაც მცენარეები გამოჰყავთ. ჩვენ ადამიანებს იმის პატარა მაგალითს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საქმე მთელი გულით გააკეთოს“, — დასძენს ზურაბ შევარდნაძე.

ყველა ახალი ამბავი
0