თბილისი საქართველოს დედაქალაქია და უმსხვილესი ქალაქი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. ამ ვიდეოში თქვენ მოგითხრობენ, როგორ უნდა მოხვდეთ თბილისში, გჭირდებათ თუ არა ვიზა, რა ღირს ავიაბილეთები თბილისამდე, მგზავრობა აეროპორტიდან და სასტუმროები, რა ვალუტა სჯობს იქონიოთ და სხვა საჭირო ინფორმაციას.
თუ ჯერ ისევ მერყეობთ, ღირს თუ არა თბილისში გამგზავრება, მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო. მასში თქვენ ნახავთ თბილისის ისტორიული ნაწილის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, უბანს, სადაც თითქმის ყველა შენობა ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იხილავთ IV საუკუნის ნარიყალას ციხეს, საიდანაც უმშვენიერესი ხედი იშლება ქალაქზე.
თბილისის ცენტრში მუდმივად ჩქეფს სიცოცხლე — ტურისტები სეირნობენ, მხატვრები ნამუშევრებს ყიდიან, ხელოსნები ხელნაკეთ სუვენირებს გთავაზობენ, ხოლო ღამის ცხოვრების მოყვარულები მრავალრიცხოვან ბარებსა და რესტორნებში ერთობიან.