საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის კანდიდატებს ირჩევენ

© photo: Sputnik / Vladimit Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიადამიანის უფლებათა სასახლე სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა სასახლე სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სამ პირს შეარჩევს, რომელთა კანდიდატურებსაც შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის თერთმეტიდან ხუთი კანდიდატი შეარჩია.
ესენია არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ადამუიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე და იურისპრუდენციის პროფესორი ნანა მჭედლიძე.
ხუთკაციანი სია საქართველოს მთავრობას გადაეცემა, რომელიც, თავის მხრივ, მათგან სამ პირს შეარჩევს და ევროსაბჭოს გადაუგზავნის. ამ სამი პირიდან ერთი, რომელსაც ევროსაბჭო შეარჩევს, შემოდგომაზე შეუდგება საქმიანობას.
იუსტიციის სამინისტროს კომისიის წევრები იყვნენ: მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე.

ყველა ახალი ამბავი
0