პოლონელ ბიზნესმენები აჭარის რეგიონით დაინტერესდნენ

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონელ ბიზნესმენებს აჭარის საინვესტიციო ტურისტული პროექტები გააცნეს. ფორუმის მონაწილეებმა სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის აუცილებელ პირობებზე.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. პოლონეთში ბიზნეს-ფორუმი „ვაცლავი-ბათუმი“ გაიმართა, რომელზეც პოლონელ ინვესტორებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნეს, აცხადებენ აჭარის ფინანსთა სამინისტროში.

ფორუმი აჭარის ხელისუფლების ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც რეგიონის პოპულარიზაცია და პოლონელი ბიზნესმენების დაინტერესება იყო.

ფორუმის მონაწილეებმა სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის აუცილებელ პირობებზე. 

რეგიონში საინვესტიციო პორტფელის ბრუნვა 1 მლრდ 845,1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, პროექტების საინვეტიციო ღირებულება 2015-2020 წლებში  1 მლრდ 342,4 მლნ აშშ დოლარია, ხოლო 2015 წელს დაგეგმილი პროექტების მოცულობა 374 მლნ აშშ დოლარი იქნება.

აჭარაში მდებარე სასტუმროების საერთო საინვესტიციო ღირებულება 704,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0