ამპუტანტ-ფეხბურთელთა გუნდში 12 მამაკაცია, რომლებმაც სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევისა თუ დაავადებების გამო კიდურები დაკარგეს. ყოველივე მათგანს საკუთარ თავში სიძლიერის პოვნა მოუხდა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ეს ძალა მათ სპორტმა მისცა. დღეს ეს გუნდი, რომელიც ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ხვედელიძემ შეკრიბა, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. ამპუტანტი-ფეხბურთელები უკვე იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და უკრაინაში, საიდანაც მრავალი ჯილდო ჩამოიტანეს.
გუნდის წევრებიდან ოთხი მოზარდია. როგორც გიორგი ხვედელიძე ამბობს, მიუხედავად ასაკისა და ტრავმისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვარჯიშის დაწყება. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ეს ადამიანები სპორტის ცხრა სახეობაში ვარჯიშობენ და ფეხბურთი-ერთ-ერთი სახეობაა.

1/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
პარაოლიმპიელები სისწრაფის კუთხით არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ფეხბურთელებს.

2/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ხელჯოხები, რომლებსაც პარაოლიმპიელები ეყრდნობიან, ყოველთვის სანდო არ არის...

3/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
დაცემის შემდეგ პარაოლიმპიელები სწრაფად დგებიან ფეხზე და თამაშიც გრძელდება.

4/13
© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილი
გუნდის ვარჯიში დაახლოებით სამი საათის განმავლობასი გრძელდება.

5/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
გუნდის 12 წევრიდან 4 მოზარდია.

6/13
© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილი
როგორც გუნდის დამაარსებელი გიორგი ხველედიძე ამბობს, თამაშის დაწყება ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიუხედავად ასაკისა და ტრავმისა.

7/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
პარაოლიმპიელები ზამთრის პერიოდში კვირაში ერთ დღეს - შაბათს იკრიბებიან.

8/13
© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილი
მათ საკუთარი სტადიონი არ აქვთ, ამიტომ ვარჯიში სხვადასხვა ადგილზე უწევთ.

9/13
© photo: Sputnik / ალექსანდრე იმედაშვილი
ფინანსური პრობლემების გამო, პარაოლიმპიელები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ ღებულობენ.

10/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარჯიშის დროს.

11/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ფეხბურთი - სპორტის ცხრა სახეობიდან ერთ-ერთია, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს თბილისის პარასპორტის ცენტრი.

12/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
მათ იმედი ჩაესახათ:არასამთვრობო ორგანიზაციები KEDEC-ისა და ICBL-ის პროექტის ფარგლებში კონსულტანტების ჯგუფი ამ ადამიანებს დასაქმებაში დაეხმარება.

13/13
© photo: Sputnik / Александр Имедашвили
ქართველი პარაოლიმპიელები ვარჯიშის დროს.