თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

© Giorgi Balakhadzeქართული პოლიცია
ქართული პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დავით დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს „ა-კა-ემ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 1 რევოლვერი და 82 საბრძოლო ვაზნა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახური იუწყება, სამართალდამცველებმა დავით დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 1 რევოლვერი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

ყველა ახალი ამბავი
0