ჰამლეტ გონაშვილი - საქართველოს სიამაყე

გამოწერა

ჰამლეტ გონაშვილის განუმეორებელი ხმის ტემბრი, შესრულების განსაკუთრებული მანერა დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება საზოგადოებაში. როდესაც ის საზღვარგარეთ გასტროლზე მსმენელის წინაშე გამოდიოდა, მათ უჭირდათ იმის დაჯერება, რომ ეს ნამდვილი ხმა იყო. კონცერტის შემდეგ მასთან მიდიოდნენ და სიმღერას კიდევ ერთხელ თხოვდნენ. მოუსმინეთ და დატკბით ამ საოცარი ხმით!

ჰამლეტ გონაშვილის ხელოვნება ქართული ხალხური მრავალხმიანობის ერთ-ერთი დადასტურებაა, მისი შემოქმედება კლასიკური და ხალხური მუსიკის სინთეზია.

შემსრულებლის რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“ და სხვა. ჰამლეტ გონაშვილი კახეთში 1928 წელს დაიბადა. 1953-1969 წლებში ის საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი სოლისტი იყო. ჰამლეტ გონაშვილი მშობლიურ სოფელში 1985 წელს გარდაიცვალა.


ყველა ახალი ამბავი
0