ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, ბათუმის ტელევიზიამ შეაჩერა მუშაობა

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ს „112“-ის ცენტრში ანანიმური ზარის შემოსვლის შემდეგ, ტელეკომპანიის შენობიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

თბილისი 26 თებერვალი — Sputnik. ტელევიზიის შენობაში ბომბის არსებობის შესაძლებლობის გამო, ქალაქ ბათუმში არსებული ტელეკომპანია „25“-ის მუშაობა დროებით პარალიზებულია, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ტელევიზიის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება საქართველოს შსს-ს  გადაუდებელი დახმარების მართვის  „112“-ის ცენტრში შევიდა, რის შემდეგაც ტელეარხის თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის გამო 17:00-იანი საინფორმაციო გამოშვება ვერ გავიდა ეთერში, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ყველა ახალი ამბავი
0