ირანის მოქალაქემ თურქეთის გავლით საქართველოში ნარკოტიკების პარტია შემოიტანა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალირეზა მ.-ს წინააღმდეგ საქმე სსსკ-ის რამდენიმე მუხლით არის აღძრული. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქე ალირეზა მ. დააკავეს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და ნარკოტიკების დიდი რაოდენობა ჰქონდა თან.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს, ასევე ამოღებულია 204 აბი ე.წ. "ექსტაზი" და 50,03 გრ ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც კეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ალირეზა მ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღიძრა.

მას სულ მცირე, სამი წლით და ყველაზე დიდი — უვადო პატიმრობა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0