რუსთავში მცხოვრები კაკოშვილების ოჯახში, სადაც მირონმდინარე ხატებია დაბრძანებული, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მიდიან. Sputnik-ი გთავაზობთ ამ სასწაულის ამსახველ კადრებს.
მირონმდინარე ხატებმა საცხოვრებელი ბინა სალოცავად გადააქციეს, სადაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი სალოცავად მიდის.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ხატები არა მარტო მირონმდინარე, არამედ სასწაულმოქმედნი არიან. საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს.
ბოლო პერიოდში კაკოშვილების ოჯახში ადგილი, სადაც 70-მდე ხატია დაბრძანებული, ასობით მორწმუნემ მოილოცა. როგორც Sputnik-თან ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, ამ ხატებთან ლოცვის წყალობით რამდენიმე ასეული ადამიანი მძიმე სნეულებებისგან განიკურნა, 106-მა უშვილო ქალბატონმა შეძლო დაორსულება და ასევე განიკურნენ ისეთი დაავადებისგან, როგორიცაა კიბო.