ექსპერტი: თურქეთში დასვენებას მიჩვეული ტურისტი საქართველოში არ ჩამოვა

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიტურისტები ანტლიაში
ტურისტები ანტლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დასვენება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში, არა მგონია, რომ რუსი ტურისტები ბათუმსა და ქობულეთში ჩამოვიდნენ, მიიჩნევს ნიკა კვარაცხელია.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. რუსი ტურისტები, რომლებიც თურქეთში დასვენებას არის შეჩვეული, ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროზე დასასვენებლად არ ჩამოვლენ, მიიჩნევს ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელია.

რუსეთის ტურისტული დარგი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა მას შემდგე, რაც ქვეყანაში, რუსულ ბომბდამშენთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო, თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვა აიკრძალა.

„ჩვენ არა გვაქვს ის ტურისტული პროდუქტი, რომელიც თურქეთს გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ჩვენც გვაქვს. თურქეთში მილიონობით ტურისტი განსაკუთრებული მომსახურების — all Inclusive გამო ჩადის, რომელიც სასტუმროსა და კვების ღირებულებას მოიცავს. საქართველოს მომსახურების ასეთი ფორმა ვერაფრით დაინერგება“, — განუცხადა კვარაცხელიამ Sputnik-ს.

ექსპერტის თქმით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტს სასტუმროც ძვირი უჯდება და კვებისთვისაც ცალკე ფული უნდა იხადოს.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლებელია სისტემა all inclusive გამოჩნდეს

„მთლიანობაში, საქართველოში დასვენება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში და არ მგონია, რომ რუსი ტურისტები, იმის ნაცვლად, რომ იქ წავიდნენ, ჩვენთან ჩამოვიდნენ“, — აღნიშნა მან.

კვარაცხელიას აზრით, რა თქმა უნდა, საქართველოს რუსი ტურისტების თავისი წილი ყოველთვის ეყოლება, მაგრამ ესენი, ძირითადად, მოგზაურობის მოყვარულები არიან.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად ქვეყნის სასტუმროებში „ყველაფერი ჩართულია“ დანერგვის შესაძლებლობას განიხილავს.

რუსეთს საქართველოს ვიზიტორთა სიაში მეოთხე ადგილი უკავია. 2015 წელს საქართველოს 925 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც 2014 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0